დღეს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში" ევროინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი გახსნის კონფერენციას სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების თემაზე: „უსაფრთხოების სექტორის რეფორმა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში".
კონფერენცია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა (GFSIS) და ევროპულ და ჩრდილო-ატლანტიკურ საქმეთა ცენტრის (CENNA) ორგანიზებით იმართება.
12:00 საათზე ევროპის სახლში გახსნის კონფერენციას „საქართველოს ეროვნული პლატფორმა- რეფორმებით ევროინტეგრაციისკენ". კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის" ორგანიზებით იმართება.