დეპუტატები მუშაობას ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოში ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. ამის შესახებ, ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა და ის მიზეზებიც განმარტა რის გამოც მუშაობის გაგრძელება კვლავ ქუთაისში გადაწყდა.
,,შექმნილი მდგომარეობა ავწონ-დავწონეთ. მეტეოროლოგიური პირობები არ უმჯობესდება, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობით შეზღუდული ვართ და გარკვეულ ვადებში გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. მათ შორის, მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ. განვიხილეთ თბილისში კომიტეტების სხდომების ჩატარების შესაძლებლობა, მაგრამ ამას სერიოზული მინიუსები აქვს, რადგან პარალმენტშია თავმოყრილი მასალები და პერსონალი, რომელიც კომიტეტის სხდომის სათანადოდ ჩასატარებლადაა აუცილებელი. ამასობაში იუსტიციის სახლში სადაც დროებით ვართ თავმოყრილი, იქაც პრობლემებია და სრული დატვირთვით არ მუშაობს. ამიტომ კომიტეტის სხდომების თბილისში ჩატარება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ზეგ ყველა შემთხვევაში პარლამენტის პლენარული სხდომაა ჩასატარებელი, ამიტომ ყველაფერი რჩება სე როგორც იყო. ყველა კომიტეტის სხდომა როგორც დანიშნული იყო ქუთაისში ჩატარდება. ქუთაისში ჩასვლაც რაც შეეხება დეპუტატები შესაბამის ზომებს მიიღებენ და და როგორმე ჩავალთ ქუთაისში, უკან რა იქნება ვნახოთ", _განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ დავით უსუფაშვილმა განაცხადა რომ საკანონმდებლო ორგანომ, შესაძლოა, მუშაობის გაგრძელება ვეღარ მოახერხოს. როგორც ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განმარტა მიზეზი ამინდის გაუარესებაა.