,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კანდელაკი აღმოსავლეთ პარტნიორობა - გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ", კონფერენციაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით უკმაყოფილოა. როგორც კანდელაკი აცხადებს მარგველაშვილის სადღეგრძელოსავით გამოსვლა ჰქონდა.
,,გიორგი მარგველაშვილის გამოსვლით იმედგაცრუებული დავრჩი. მისი გამოსვლა ძალიან ზოგადი იყო. მას უნდა ესაუბრა საქართველოს ევროპული არჩევანის კონტექსტზე და დღეს მდგარ გამოწვევებზე. ეს სადღეგრძელოსავით გამოსვლა იყო. მან საერთოდ არ ახსენა უკრაინის მოვლენები, რაც ჩემი აზრით შეცდომა იყო", _განაცხადა გიორგი კანდელაკმა.