ვანის რაიონ სოფელ ჭვიშში მდინარის ადიდების შემდეგ წარმოქმნილ ხელოვნურ კუნძულზე დარჩენილი ისრაელის სამი მოქალაქის გამოყვანა ვეტფრენით მოხერხდა.
მდინარე სწორედ მაშინ ადიდდა, როდესაც ქართულ-ებრაული კომპანიის წარმომადგენლები ნავთობმოპოვების სამუშაოები დასაწყებად ნიადაგს იკვლევდნენ.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მას შემდეგ რაც სტიქიამ დაზარალებულების სიცოცხლეს დაემუქრა, პოლიციის დახმარებით ვეტფრენი გამოიძახეს და საფრთხის ქვეშ მყოფთა სამსვიდობოს გამოყვანა შესძლეს.