ცაგერის რაიონ სოფელ აჟარაში ადიდებულმა მდინარემ 14 საცხოვრებელი სახლი დატბორა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მდინარე სოფელში საფრთხეს კიდევ 28 ოჯახს უქმნის.
სტიქიის შედეგად დაღუპულია შინაური ფრინველი, ხოლო სამეურნეო გამოყენების მიწები მთლიანად დაიტბორა.
ცაგერის რაიონში არსებულ ვითარებას გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგების ჯგუფი ამ დრომდე ეცნობა.