9-13 დეკემბერს, ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, სამი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს 9 დეკემბერს განხორციელდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამუშაო ჯგუფის, 12 დეკემბერს ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. 13 დეკემბერს კი ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
აშშ-ში ვიზიტისას საქართველოს უწყებათაშორის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს.