მე უკრაინელი ვარ, მე ქართველი ვარ, მაშასადამე მე ვარ ევროპელი, - განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში ევრომაიდანზე მიმდინარე მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, თუ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ასევე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხალხები, რომლებიც მიისწრაფვიან ევროპისკენ, არ გაერთიანდებიან, მაშინ ის ადამიანები რომელთაც სურთ საბჭოთა კავშირი და დაჟინებით მუშაობენ მის აღდგენაზე, „შეგვჭამენ ჩვენ ცალ-ცალკე და ამიტომაც ვენ ერთად უნდა ვიყოთ".
„დღეს თქვენ იცავთ არა მხოლოდ უკრაინის მომავალს, დღეს თქვენ იცავთ ყველა ადამიანის მომავალს, ვისაც თავისუფლება უყვარს", - განაცხადა სააკაშილმა.