საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
,,მის აღმატებულება სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს,ჯეიკობ ზუმას ბატონო პრეზიდენტო,ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ნელსონ მანდელას გარდაცვალების გამო.აფრიკამ დაკარგა თავისი უდიდესი შვილი. გვანუგეშებს ის, რომ ნელსონ მანდელას ცხოვრების მაგალითით კაცობრიობამ ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინა. მან კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ერთი ადამიანის თავგანწირულ ძალისხმევას შეუძლია თავისუფლება მოუტანოს და ღირსება აღუდგინოს მილიონებს. თქვენო აღმატებულებავ, გიცხადებთ თანადგომას ამ მძიმე წუთებში და გთხოვთ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გულწრფელი სამძიმარი გადასცეთ ნელსონ მანდელას ოჯახს და სამხრეთ აფრიკელ ხალხს.ღრმა პატივისცემით,გიორგი მარგველაშვილი", _ნათქვამია სამძიმრის განცხადებაში.