10-11 დეკემბერს სასტუმრო `ჰოლიდეი ინნ~-ში ტარდება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო ფორუმი. კონფერენცია ტარდება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურიერთობების კვლევის ფონდისა და სლოვაკური ორგანიზაციის `ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის" ერთობლივი ორგანიზებით.
ფორუმის ძირითადი თემაა უსაფრთხოების არსებული გარემო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში: შესაძლებლობები და გამოწვევები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროატლანტიკური პარტნიორობის კონტექტსში (ხედვა აზერბაჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან).
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ექსპერტები თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, უკრაინის, რუმინეთისა და მოლდოვიდან. ასევე პოლონეთის, შვეიცარიის, ბრიტანეთის, ისრაელის, ლატვიისა და სხვა ქვეყნების ელჩები და საერთAშორისო სტრუქტურების წარმომადგნლები.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები: საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები.