3 დეკემბერს, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის შეხვდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, შეხვედრა მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
მხარეები განიხილავენ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების პერსპექტივებს.
3 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის რიგით მეორეა.