„სუამის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტს პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან პოლიტიკური თანაქმედების გაძლიერება წარმოადგენდა" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ სუამის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხდა, სადაც მოკლედ შეაჯამა სუამის თავმჯდომრეობის პერიოდში საქართველოს მიერ გაწეული საქმიანობა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ორგანიზაციაში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებებებს, ასევე ორგანიზაციის მომავალ პრიორიტეტებს გასუვა ხაზი.
მინისტრის განცხადებით თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველომ ყველა ღონეს მიმართა რეგიონულ ფორმატში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.
„ჩვენს პრიორიტეტულ მიზანს სუამის წევრ სახელმწიფოებთან პოლიტიკური თანაქმედების გაძლიერება, ასევე ორგანიზაციის ძირეული პრინციპების, განსაკუთრებით, სოლიდარობისა და კონსესუსის პრინციპების განმტკიცება წარმოადგენდა. ძლიერი პოლიტიკური ნების გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებდით საერთო გამოწვევებთან ერთობლივად გამკლავებასა და საერთო ინტერესების დაცვას. სუამის პოლიტიკური განცხადებები არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც მიმდინარე წლის განმავლობაში"-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე განცხადებით, ორგანიზაციის წევრთა სტრატეგიული თანამშრომლობის უახლეს შედეგს წარმოადგენს სუამის ვილნიუსის კომუნიკე, რომელიც 29 ნოემბერს ვილნიუსში, სუამის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ლიტვის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის არაფორმალურ შეხვედრაზე მიიღეს. „ეს უნიკალური დოკუმენტი ცხადყოფს, რომ სუამის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობა კვლავაც რჩება ჩვენი საერთო ინტერესებისა და ღირებულებების, მათ შორის, ევროპული მისწრაფებების, განსახიერებად"-განაცახდა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, ასევე წარმოადგენდა სუამის პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება. მინისტრმა ამ კონტექსტში, საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა სუამი - ამერიკის შეერთებული შტატებისა და სუამი -იაპონიის თანამშრომლობას. მინისტრის განცხადებით თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველო ხელს უწყობდა აშშ-სა და იაპონიასთან ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
„პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად მიღწეულმა წარმატებამ და მიღებულმა გამოცდილებამ სხვა სახელმწიფოებს და რეგიონულ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ინტერესი გაუღვივა. მაგალითად, საქართველოს თავმჯდომარეობის ეგიდით, პირველად იქნა განხილული სუამსა და წყნარი ოკეანის ალიანსს შორის შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივა. ეჭვს გარეშეა, რომ სუამს გააჩნია ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიზიდოს და პარტნიორთა სია გააფართოოს" - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ სუამის საპარლამენტო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის განცხადებით, სუამი რჩება პროექტებზე ორიენტირებულ ორგანიზაციად. მაია ფანჯიკიძემ ხაზი გაუსვა ეკონომიკური თანამშრომლობის იმ მაღალ დონეს რაც სუამის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შემოღების შედეგად გახდა შესაძლებელი. მაია ფანჯიკიძის განცხადებით ამან თავის მხრივ ხელი შეუწყო სუამის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას, „ჩვენს საერთო წარმატებად შიძლება ჩაითვალის ისიც, რომ სუამის სატრანსპორტო დერეფნის კონცეფციის დამტკიცება საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში მოხდა" - დასძინა მინისტრმა.
მაია ფანჯიკიძემ საკუთარ გამოსვლაში იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც ორგანიზაციის შიგნით, წევრ სახელმწიფოებს აწუხებთ. მისი განცხადებით, სუამის წევრ სახელმწიფოებში არსებულ კონფლიქტები უარყოფითად აისახება როგორც რეგიონის, ისე საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.