ვილნიუსის სამიტის ფარგლებში სამოქალაქო სექტორის კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ და ევროკომისარმა შტეფან ფულემ გახსნეს.
ღონისძიების მთავარი თემა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო სექტორში არსებული ვითარების განხილვაა.
ლიტვის პრეზიდენტმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,ევროკავშირი გრძნობს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წინაშე. ჩვენ ვმუშაობთ თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით, თანამშრომლობა გვაქვს სხვა პოლიტიკური კუთხითაც. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, არის ურთიერთობა მოქალაქეებს შორის", _განაცხადა გრიბაუსკაიტემ.