ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანთან და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც აპატურაი აცხადებს ზალკალიანმა და პეტრიაშვილმა საქართველოში მიღწეული ბოლოდროინდელი წინსვლის გამო უამრავი მილოცვა მიიღეს.
აპატურაის განმარტებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება საქართველოსთვის ევროატლანტიკურ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
,,მათ შეხვედრის მონაწილეებისგან მოისმინეს უამრავი მილოცვა ყველა იმ პროგრესისთვის, რასაც საქართველო ამჟამად განიცდის. შეხვედრაზე ასევე აღნიშნა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, მითუმეტეს, იმ ფონზე როცა საქმე ეხება რუსეთის მხრიდან ,,საზღვრებს" და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", _წერს აპატურაი.