იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება და შემდეგ ხელმოწერა საქართველოსთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მისივე განმარტებით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე საქართველოს ბევრი რამ ექნება გასაკეთებელი.
"ჩვენ ყველამ ვიცით და თუ არ ვიცით, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება და შემდეგ მისი ხელმოწერა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და არა მხოლოდ დემოკრატიული განვითარების კუთხით, არამედ საქართველოს მთლიანობისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვექნება გასაკეთებელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე. ამასთან, კიდევ უფრო წარმატებით შესასრულებელი იქნება ვიზების ლიბერალიზაციის გეგმა იმისთვის, რომ ევროკავშირთან დავიწყოთ უვიზო მიმოსვლა", - განაცხადა წულუკიანმა.