ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ ისაუბრა საქართველოსთვის სამიტის მნიშვნელობაზე.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" ვილნიუსის სამიტს შემოაქვს ინსტრუმენტი, რომელიც ნათლად ასახავს საქართველოს პროგრესს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში. სამიტზე ხდება ასოცირების შესახებ შეთანხმების ინიცირება, მომავალ წელს მისი ხელმოწერის პერსპექტივით. აღნიშნული სამიტი გვთავაზობს ახალ საგზაო რუკას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში, რომელიც საქართველოსაც მოუტანს სარგებელს. საქართველოს შეუძლია მომავალშიც ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს", -განაცხადა შტეფან ფულემ.