ვილნიუსში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირების პროცესი მიმდინარეობს.
საგარეო საქმეთა მინისტრი მოადგილე დავით ზალკალიანი ლიტვის საგარეო უწყებაში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძესთან ერთად იმყოფება და ათას გვერდიან დოკუმენტს ხელს აწერს.
პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებთან ზალკალიანმა განმარტა დღეიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეუქცევადია.
,,ხელშეკრულების გაფორმებით ევროპასთან ინტეგრაციის იურიდიულ ჩარჩოებში ვექცევით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა და განვმარტო, რომ ეს არა არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულება, მაგრამ ამ ხელშეკრულებით საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს", _ განაცხადა დავით ზალკალიანმა.