საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურის განცხადებით, 1-ლი სექტემბრიდან საჯარო სკოლებში ერთიანი ეროვნული გეგმა ამოქმედდება.
"საჯარო სკოლებთან მიმართებაში რამდენიმე ხარვეზი გამოვავლინეთ, კერძოდ ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა არ არსებობდა, კლასებს შორის ლოგიკური ბმა არ იყო, რომლის მიზეზიც სახელმძღვანელოების ხშირი ცვლა იყო", - აღნიშნა გილაურმა.
მისი თქმით, ერთიანი ეროვნული გეგმა შემუშავდება, რომელშიც სკოლებიც მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მცირე კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ. ერთიანი ეროვნული გეგმა სკოლებში 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.