კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა არ გამორიცხავს, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირების შემდგომ რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლა გაიზარდოს.
როგორც რურუამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა ხელისუფლებამ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებთან კონტროლი უნდა გააძლიეროს.
"ზეწოლა ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტური რუსეთის მხრიდან უკვე დიდი ხანია დაწყებულია, თუმცა არსებობს მექანიზმები ამ ზეწოლის შესამცირებლად. კერძოდ, მიზანშეწონილად მიიჩნევს მავთულხლართების მიმდებარე ტერიტორიაზე ვიზუალური კონტროლის კამერების დაყენებას. ასეთი კამერები რუსი მესაზღვრეების მიერ ჩადენილ ქმედებებს დააფიქსირებს და საქართველოს საშუალებას მისცემს ეს მთელ მსოფლიოს დაანახოს. ადგილობრივების გატაცებების თავიდან ასაცილებლად და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, საოკუპაციო საზღვრის მიმდებარე სოფლებში მეტი საპოლიციო ძალები იყოს მობილიზებული. პოლიციელი ყველა ოჯახზე უნდა იყოს მიმაგრებული. ჩვენ ინტერნეთ ჟურნალ "ივერიის" წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდით დვანში და ადგილზე გავეცანით სიტუაციას", - აცხადებს რურუა.
მასალის გამოყენების პირობები