ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს მოუწოდებს ევროინტეგრაციის კურსიდან არ გადაუხვიოს და რეფორმები გააგრძელოს. როგორც ,,მოამბისთვის" მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი აცხადებს საქართველოს იმისთვის, რომ ევროკავშირს უფრო დაუახლოვდეს ბევრი რამის გაკეთება მოუწევს.
,, მინდა მიულოცო თქვენს მთავრობასა და ქართველ ხალხს, რომ ჩვენ უკვე მზად ვართ წინსვლისთვის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პარაფირების გზაზე, რაც პოლიტიკურად არის უზარმაზარი ნაბიჯი ევროკავშირთან სამომავლო დაახლოებისთვის. საქართველო ამ გზას თუ გააგრძელებს არავინ იცის ეს დაახლოება ინტეგრაციითაც დასრულდეს. თუმცა მოდით ნუ ვიჩქარებთ ლიტვისთვის მოლაპარაკებები წევრობასა და მზადების პროცესი სულ ცოტა ათი წელი გაგრძელდა. დიახ, ეს ნამდვილად რთული სამუშაოა და თქვენ ამ პროცესის მხოლოდ დასაწყისში იმყოფებით. არის მხოლოდ ერთი რამ რითაც ამ პროცესის დაჩქარება შეიძლება ეს თქვენი ლიდერების პოლიტიკური ნება და ვალდებულებულებების სწრაფი შესრულებაა. ბევრი რამ არის გასაკეთებელი, საზოგადოების დემოკრატიზაცია, ანტიკორუფციული საკითხები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ლიტვამ ეს ყველაფერი თავის დროზე გაირა. ამ ყველაფერს ევროპისთვის არ აკეთებთ ეს ყველაფერი გამოსადეგია, პირველ რიგში, საქართველოსთვის", _განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.