28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით აჭარას პოლონეთის წამყვანი მედია-სექტორის წარმომადგენლები ეწვევიან. პრეს-ტური ავიაკომპანია „ Wizz Air"-თან თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა და მას ორგანიზებას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გაუწევს. ჯგუფში სხვადასხვა თემატიკით დაინტერესებული პრესისა და რადიოს ჟურნალისტებია გაერთიანებული. აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაცნობის შემდეგ, ისინი ქუთაისის ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტში პოლონეთიდან ავიაფრენები კვლავ წარმატებით ხორციელდება. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, პოლონელი ტურისტები ყოველთვის განსაკუთრებით ინტერესდებიან ბათუმით. პოლონეთში რეგიონის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისაათვის აჭარის ტურიზმისა და კურორტები დეპარტამენტი სარეკლამო აქტივობებს მუდმივად ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები