27 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება" გახსნის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა, ფინეთის ელჩი საქართველოში კრისტერ მიკელსონმა და ესტონეთის ელჩი საქართველოში პრიტ ტურკიმ.
პროექტის მიზანია აკადემიის სტრატეგიული მენეჯმენტის შესაძლებლობის გაძლიერება, მაღალი ხარისხის ტრეინინგ-პროგრამების, ასევე პროფესიული კარიერის განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება. აკადემიის ხარისხის მართვის სისტემის გაძლიერება.
„იწყება მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენი აკადემია გაეცნობა ისეთი წარმატებული ქვეყნების გამოცდილებას, როგორიცაა ესტონეთი და ფინეთი. მოხდება ჩვენი შესაძლებლობების განვითარება, რათა ფინანსთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებმა შეძლონ კვალიფიკაციის ამაღლება და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი წარმოადგენს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გაძლიერების მხარდაჭერის ინსტრუმენტს. საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და ბენეფიციარი ქვეყენებიდან ახდენს საჯარო სექტორის უნარებისა და ცოდნის აკუმულირებას ერთობლივი აქტივობების გაძლიერების მიზნით.