საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს ელჩად თედო ჯაფარიძის დანიშვნის შესახებ კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თედო ჯაფარიძე დიდი ბრიტანეთში საქართველოს წარმომადგენელი იქნება.
,, ელჩების კანდიდატურები პრემიერ-მინისტრს უკვე წარვუდგინე და კანდიდატურებზე მსჯელობა მთავრობის სხდომაზე უკვე იყო. კანდიდატურებს შორის თედო ჯაფარიძე არ იყო, რადგან ბოლო პერიოდში იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხე. თქვენ გახსოვთ, რომ თავის დროზე თედო ჯაფარიძემ განაცხადა რომ მას აღარ სურდა დიდი ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყოფილიყო. ამ პერიოდის განმავლობაში ამ საუბრის გააქტიურებას აზრი არ ჰქონდა, რადგან მაინც არაფერი შეცვლებოდა ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან. ხოლო მას შემდეგ რაც საქართველოში პოლიტიკური ცვლილება განხორციელდა მასთან აღარ მქონდა გასაუბრების საშუალება, ეს მხოლოდ მთავრობის სხდომის წინა დღეს მოვახერხე, მაგრამ მას უნდოდა კორექტულობისთვის კონსულტაციები ჰქონოდა პარლაენტში. ეს ვერ მოესწრო მთავრობის სხდომისთვის, ამიტომ ეს პროცესი ჯერჯერობით დროებით შეჩერებულია, მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ დაბრუნდება. მე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თედო ჯაფარიძე იქნება საქართველოს წარმომადგენელი დიდი ბრიტანეთში",_განაცხადა ფანჯიკიძემ.