რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმება უკრაინასა და ევროკავშირს შორის შესაძლოა რუსული ეკონომიკისათის „დიდ საფრთხეს" წარმოადგენდეს.
„თუ უკრაინა ხელს აწერს თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, მაშინ ის თავის თავზე იღებს ვალდებულებას , ამ შეთანხმების რატიფიკაციიდან ორი თვის შემდეგ გაანულოს საბაჟო გადასახადი 85 % და კიდევ სამი წლის შემდეგ ეს განულება 95-98 % უნდა დავიდეს", _ განაცხადა პუტინმა იტალიაში ვიზიტისას და აღნიშნა: „ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის ზონას შევინარჩუნებთ, არსებობს ყველა საფუძველი იმისა, ვიფიქროთ, რომ ევროპული წარმოშობის საქონელი უკრაინის ტერიტორიის გავლით ჩვენს ბაზარზე მოხვდება. ეს ჩვენი ეკონომიკისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს", _ განაცდადა პუტინმა.
ამასთან ერთად, მან ასევე აღნიშმა, რომ რუსეთმა უკრაინისათის გაზზე ფასის დაკლებით 10 მილიარდი აშშ დოლარი ზარალი ნახა. ეს ფასდაკლება კი რუსეთმა უკრაინას ყირიმში სავიუ ზღვის ფლოტის ყოფნის სანაცვლოდ გაუკეთა.
ამას გარდა მან განაცხადა, რომ უკრაინელ მსესხებლებს რუსული მსხვილი ბანკების დაახლოებით 30 მილიარდი აშშ დოლარი მართებთ.
მასალის გამოყენების პირობები