აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დასასწრებად საქართველოს დელეგაციის ნაწილი უკვე ვილნიუსშია, ნაწილი კი გამთენიისას გაემგზავრა. ჟენევაში იმყოფებიან ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომდგენლები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.
ვილნიუსში სამიტის პარალელურად დაგეგმილია საპარლამენტო და ბიზნეს ფორუმი.
,,მოგეხსენებეათ ვილნიუსში ხვალ სამიტი იწყება. სამიტის ფარგლებში ასევე ტარდება საპარლამენტო ფორუმიც და შესაბამისად ჩვენც საპარლამენტო ფორუმზე მივდივართ. შეხვედრები ძირითად ორმხრივ ფორმატშია დაგეგმილი იმ ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან, ვინც სამიტზე იქნებიან წარმოდგენილი", _განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ ვილნიუსში 28-29 ნოემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება სადაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება უნდა მოახდინოს.