რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა.
სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ნავთობის სექტორში 18 იურიდიულ და 1 ფიზიკურ პირი დასანქცირდა, მათ შორის, რუსეთის 3 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ბელარუსის ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა, ისევე როგორც კომპანია, რომელიც შექმნილია რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გასაყიდად.
„გარდა ამისა, პაკეტი ქმნის შესაძლებლობას აიკრძალოს ტრანზაქციები სიაში შეყვანილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან რუსეთსა და მესამე ქვეყნებში, რომლებიც ამუშავებენ ან ასუფთავებენ რუსულ ნედლ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს. ამ ჩარჩოში, ევროკავშირი აწესებს ტრანზაქციების აკრძალვას — რომელიც ძალაში შევა ექვს თვეში - ქართულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც ვაჭრობს და ამუშავებს რუსულ ნავთობს ყულევში. გარდა ამისა, ევროკავშირმა ტრანზაქციების აკრძალვას დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაამატა ნავთობით მოვაჭრე ხუთი პირი (ტრეიდერი), რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენის აკრძალვის ხელის შეშლისთვის“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.