„ევროკავშირის დემოკრატიულმა პოლიტიკამ რუსეთის იმპერიულ პოლიტიკასთან ეს ბრძოლა წააგო", _ განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ თუმცა დასძინა, რომ უკრაინის ევროინტეგრაცია გაგრძელდება.ამის შესახებ პოლონური გაზეთი „Gazeta Wyborcza" წერს.
„მე გაოცებული ვიყავი უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით. ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის უკრაინა ევროპას მიუახლოვდა და მომავალშიც გააგრძელებს მიახლოებას, იმიტომ, რომ ეს უკრაინელ ხალხს სურს", _ აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი
მისივე თქმით, „ევროკავშირის დემოკრატიულმა პოლიტიკამ რუსეთის იმპერიილ პოლიტიკასთან ეს ბრძოლა წააგო. ევროკავშირმა ამისგან დასკვნა უნდა გააკეთოს".