კიევისა და უკრაინის-სრულიად რუსეთის პატრიარქმა ფილარეტმა მოუწოდა უკრაინელებს ილოცონ იმისათვის, რომ რუსეთმა უკრაინა „ძმური ჩახუტებებით არ დაახრჩოს". მან ასევე მოუწოდა ყველას ილოცინ რათა უკრაინულმა და ევროპულმა ხელმძღვანელობამ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღონ. განცხადებას ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ავრცელებს.
„უკრაინის ევროპული ინტეგრაცია ეს არის საშუალება ცივი ომის თავიდან აცილებისა ევროპაში, რომლისათვის მზადება ჩრდილოეთის იმპერიული ძალებისგან უკვე ცხადად ჩანს. მოგიწოდებთ ყველა მორწმუნეს ილოცოთ უკრაინია და ევროპის სახელმწიფო მოღვაწეებისათვის იმისათვის რათა მათ ბრძნული გადაწვეტილება მიიღონ", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ პატრიარქს იმედი აქვს, რომ უახლოეს დღეებში უკრაინა და ევროპა ბრძნულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„იმედია უკრაინული და ევროპული მხარეები ბრძნულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. იცხო ქვეყნის მოღვაწეები კი რომლებიც „ძმობის" ლოზუნგით ცდილობენ დაახრჩონ ჩვენი სახელმწიფოებრიობა თავიანთი მოხვევებით საკადრის პასუხს მიიღებენ ამ სურვილებისთვის", _ აცხადებს პატრიარქი.