კრემლი ევროკავშირის ბრალდებებს რუსეთის მიმართ უკრაინაზე ზეწოლასთან დაკავშირებით უსაფუძვლოს უწოდებს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
„პრეზიდენტმა უკვე არაერთგზის ჩამოაყალიბა ჩვენი პოზიცია და მთლიანობაში იგი სხვა და სხვა დონეზე გაჟღერდა. მოცემულ სიტუაციაზე საუბრები რაიმე სახის ზეწოლაზე უადგილოა",_ აცხადებს პესკოვი.
მისივე თქმით, რუსეთი მზადაა მიიღოს და პატივი სცეს უკრაინული მხარის ყველა გადაწყვეტილებას, ვინაიდან ეს უკრაინის სუვერენული და შიდა საქმეა.