გლობალური ისლამური ეკონომიკა, ფულად გამოსახულებაში 6,7 ტრილიონი დოლარს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე მსოფლიოს სხვა რომელიმე ქვეყნის მაჩვენებელი, გარდა ჩინეთისა და აშშ-სა. აღნიშნულის შესახებ საუბარია სპეციალურ კვლევაში, რომელიც დუბაის მთავრობამ საინფორმაციო-კონსალტინგურ კომპანია Thomson-Reuters-თან ერთად მოამზადა.
ანგარიშში მიმდინარე კვირაში ისლამური ეკონომიკის გლობალურ სამიტზე წარმოადგენენ. ფორუმზე ათასობით პოლიტიკოსი და ფინანსისტი იქნება წარმოდგენილი, რომელიც შარიათის ნორმებს პასუხობენ.
აღსანიშნავია, რომ პირველი მსოფლიო გლობალური ისლამური ფორუმი, რომელიც მუსულმანური სამყაროს გარეთ ჩატარდა, გასულ თვეს ლონდონში გაიმართა.
დიდი პრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი იმედოვნებს, რომ ლონდონი დუბაისთან და კუალა-ლამპურთან ერთად ისლამური ეკონომიკის გლობალური ცენტრი გახდება.