„პროკრედიტ ბანკი" აგრძელებს კლიენტთა მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვას. ამჯერად ბანკი განახლებულ, კომფორტულ და ახალი სტანდარტების მიხედვით მოწყობილ სამგორის ფილიალს ხსნის.
„პროკრედიტ ბანკის" ინფორმაციით, სამგორის ფილიალი ერთ-ერთი ძველი ფილიალია და დღეის მდგომარეობით 8000 კლიენტს ემსახურება. ახალ კომფორტულ გარემოში კი მომხმარებლები ბევრად სწრაფად და მოხერხებულად მიიღებენ ყველანაირი სახის საბანკო მომსახურებას. გარდა ამისა, ფილიალიში იფუნქციონირებს თვითმომსახურების 24 საათიანი ზონა, რაც ნიშნავს იმას, რომ კლიენტები კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში შეძლებენ სხვადასხვა სახის დისტანციური არხების გამოყენებით სასურველი საბანკო მომსახურების მიღებას.
ჯავახეთის ქ. მე-2 ჩიხში მდებარე ფილიალი კლიენტებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:30 - 19:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00 - 14:00 საათამდე მოემსახურება.
პროკრედიტ ბანკი 2013 წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ფილიალის განახლებას გეგმავს
მასალის გამოყენების პირობები