უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ვილნიუში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე გამგზავრებას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლეონიდ კოჟარამ გააკეთა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„უკრაინის პრეზიდენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე დასწრებას გეგმავს",_ განაცხადა კოჟარამ.
შეგახსენებთ, რომ ვილნიუსში სამიტი 28-29 ნოემბერს გაიმართება.