თბილისის მერი გიგი უგულავა დავით ნარმანიას საქართველოს მთავრობის მიერ, შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, დისკუსიას სთავაზობს.
,,ორი დღეა ყველა ტელევიზიით, რადიოთ, თუ ინტერნეტ-გამოცემით ვისმენ ბიძინა ივანიშვილის მიმართ მადლობებს და მინდა ამ მადლობას შევუერთდე დავით ნარმანიას მერობის კანდიდატის დასახელებისას. აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, რადგან ამ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ყველა სტერეოტიპი დაამსხვრიოს რაც კი ჩვენს საზოგადოებაში არსებულა, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. სტერეოტიპი დაანგრია, როდესაც პრეზიდენტად კალიგულას ცხენი ყველაზე გავრცელებულ მეტაფორა იყო რაც გხდებოდა და ავირჩიეთ, ახლა თბილისის მერად გვთავაზობენ პონის", _განაცხადა უგულავამ.
მისივე განმარტებით, ნარმანიამ როგორც რეგიონული განვითარების მინისტრმა განვლილი ერთი წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა, პირიქით წამოწყებული პროექტები გააჩერა.
,,ამ ერთი წლის განმავლობაში ამ ადამიანმა საერთოდ ვერაფერი ვერ გააკეთა, საერთოდ ყველა პროექტი გააჩერა, რადგან ვერ გაერკვა საერთოდ რის მინისტრი იყო", _განაცხადა უგულავამ.