უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შეჩერება სამწუხაროა, თუმცა ეს საქართველოს გადაწყვეტილებაზე გავლენას არ მოახდენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა უკრაინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განუცხადა.
"ძალიან სამწუხაროა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, შეაჩეროს მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს საქართველოს გადაწყვეტილებაზე არავითარ გავლენას არ მოახდენს. ჩვენ მივემგზავრებით ვილნიუსში. მოვახდენთ შეთანხმების პარაფირებას და მოვემზადებით, რომ 2014 წელს შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ. პროცესები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარეობს, ნამდვილად გასათვალისწინებელია. ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რამ მიიყვანა უკრაინა ამ მდგომარეობამდე და ალბათ ევროკავშირიც გააკეთებს დასკვნას", - განაცხად ზალკალიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ.