საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს ბულგარეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს. მაია ფანჯიკიძე პრეზიდენტს როსენ პლევნელიევს, საგარეო საქმეთა მინისტრს კრისტიან ვიგენინს, ეროვნული ასამბლეის სპიკერს მიხაილ მოკოვს და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ ოქმს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაფართოებული თანამშრომლობისა და კონსულტაციების შესახებ, ასევე ხელი მოეწერება ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის 2014 წლის სამოქმედო გეგმას (Protocol for Enhanced Collaboration and Consultation between the two Ministries of Foreign Affairs and of the Annual Plan for 2014). გაიმართება მინისტრების ერთობრივი პრეს-კონფერენცია.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავის ბულგარელ კოლეგასთან ერთად, ბულგარეთის ატლანტიკურ კლუბში (Atlantic Club of Bulgaria) წარსდგება მოხსენებით. ვიზიტის ფარგლებში, მაია ფანჯიკიძე კულტურულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და ქ. სოფიაში, კულტურის ეროვნულ სასახლეში, სუხიშვილების ეროვნული ბალეტის კონცერტს დაესწრება.