ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლას გამაოგნებელი, მორალური და საზოგადოებრივი ნაბიკი უწოდა ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
„ჩვენ ვხედავთ უპერეცედენტო შემთხვევას, ადამიანმა, რომელმაც ორი წლის წინ გააერთიანა პოლიტიკური სპექტრი და შეცვალა ქვეყნის ისტორია, გადადგა აბსოლუტურად გასაოცარი, გამაოგნებელი, მორალური და საზოგადოებრივი ნაბიჯი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ივანიშვილი ხდება ხდება საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი.
„დღეს იგი ხდება საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი. მე ვფიქრობ, რომ ყურადღებით უნდა შევხედოთ ამას და ბევრი რამ ვისწავლოთ ასეთი ნაბიჯისგან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.