დავით ნარმანია შეირჩა იმ კვალიფიკაციის მიხედვით, რომელიც მას აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა. მისი თქმით, კოალიცია "ქართული ოცნებას" თბილისის მერის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა.
"ეს შემოგვთავაზა ბიძინა ივანიშვილმა, კოალიციის ყველაზე დიდმა პარტიამ და ჩვენ შევთანხმდით, რომ კოალიციის დანარჩენი წევრებიც დავეთანხმებოდით. ყოველ შემთხვევაში, "თავისუფალ დემოკრატებზე" შეთანხმება გვქონდა. დავით ნარმანია შეირჩა იმ კვალიფიკაციის მიხედვით, რომელიც მას აქვს და დარწმუნებული ვარ, თუ ის გაიმარჯვებს არჩევნებში, თბილისს ძალიან კარგი მერი ეყოლება", - განაცხადა ალასანიამ.