საქართველოში პოლიტიკოსი მერის დრო უნდა დამთავრდეს, - ამის შესახებ დღეს დავით ნარმანიას კანდიდატურის კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
"საქართველოს სჭირდება მეურნე ადამიანი, ვინც 24 საათის განმავლობაში იზრუნებს ქვეყნის კეთილდღეობაზე. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც იზრუნებს ქვეყნის კეთილდღეობაზე და არა ისეთი ხალხი, რომელიც ჯერ საკუთარ კომფორტსა და კეთილდღეობაზე ზრუნავს და ბოლოს ფიქრობს ხალხზე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.