პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. ეს გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე დელეგატებმა ერთხმად მიიღეს. დღესვე დამტკიცდა ახალი წესდებაც, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
"დარწმუნებული ვარ, რომ მასზე უკეთ ვერავინ წარუძღვება პარტიას. ირაკლის, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, პოლიტიკური ალღოც აქვს და ორგანიზაციული ნიჭიც. მჯერა, რომ ირაკლი ღირსეულად ატარებს ამ ტვირთს, გაამართლებს ჩვენს ნდობას და მისი თავმჯდომარეობით პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება და უკეთ ორგანიზებული იქნება.
დღეს ირაკლი ღარიბაშვილი უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრია, პარლამენტმა მას და მის სამთავრობო გუნდს ნდობა გამოუცხადა, და, დარწმუნებული ვარ, იგი გაამართლებს ყველა ჩვენგანის ნდობას და ღირსეულად უხელმძღვანელებს ქვეყანას", - განაცხადა ივანიშვილმა. .
დღესვე აირჩევენ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს. ახალი წესდების თანახმად, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ავტომატურად შევა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მას უხელმძღვანელებს.