28-29 ნოემბერს სამხრეთ კავკასიის ტრანსსასაზღვრო ტურიზმის მე-3 სამუშაო შეხვედრა გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ირანის ტურიზმის სფეროს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედროს ინიციატორი და ორგანიზატორია აჭარის ტრუიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ა/რ მთავრობა, ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტურიზმის მრჩეველთა რეგიონალური საბჭო, რეგიონში არსებული ტურისტული სააგენტოებისა და ასოციაციების წარმომადგენლები, რეგიონში აკრედიტებული საკონსულოების წარმომადგენლები. ტრანსსასაზღვრო ტურიზმის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ისეთი საერთო ტურისტული პროდუქტების შექმნისათვის, რომელიც მოერგება და გაამართლებს მსოფლიოში წარმატებულ კონცეფციას - „ორი ქვეყანა, ერთი ტურისტი".
მასალის გამოყენების პირობები