საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ვინიუსის სამიტისთვის ჩატარებული ევროპული არჩევნები უაღრესად კარგი წინაპირობა, როგორც ჟურნალისტებთან მარგველაშვილმა განმარტა საქართველოს ევროპის განუყოფელი ნაწილია.
,,ჩვენ ჩავატარეთ სამაგალითო, ევროპული ტიპის არჩევნები. ეს არის უაღრესად კარგი წინაპირობა იმისთვის, რომ წარვსდგეთ ევროპის წინაშე. ჩვენ მიგვაჩიანია, რომ საქართველო არის ევროპის განუყიფელი ნაწილი და კარგი საბუთებიც გაგვაჩნია ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე დასამტკიცებლად. ჩვენ ამაზე გავაკეთებთ აქცენტს და გავაკეთებთ აქცენტს მომავალ გეგმებზე, რომელიც ასოცირების შემდეგ იქნება და ხელმოწერამდე", - განაცხადა მარგველაშვილმა.