რუსეთში გასატანი ციტრუსის კრეფა/დაბინავებას სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც უნდა დაესწრონ. "ნარინჯისფერი რთველი" აქტიურ ფაზაში შევიდა. "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები აჭარაში ციტრუსის საექსპორტო პარტიების ფორმირების პროცესს აკვირდებიან. პუნქტებში ინსპექტირებას სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები ატარებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აცნობებს, რომ რუსეთში გასატანი ტვირთის ფორმირებას აუცილებლად უნდა დაესწროს სააგენტოს წარმომადგენელი. დათვალიერება მოხდება ფორმირების ადგილას, სატრანსპორტო საშუალებებში ჩატვირთვამდე"- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.