უკრაინის მთავრობის წევრებმა, მათ შორის, პრემიერმა აზაროვმა რადა შეძახილების „სირცხვილი-სირცხვილის" ფონზე დატოვეს. რადის თავმჯდომარემ ვლადიმერ რიბაკმა ამის შემდეგ სხდომა შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
რიბაკმა განაცხადა, რომ ასეთ პირობებში მუშაობა შეუძლებელია. რადაში გარდა სკანდირებებისა, ისმოდა ასევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა.
რადის სხდომა შეწყდა მას შემდეგ რაც აზაროვმა, რომელიც ყვირილის ფონზე სიტყვით გამოდიოდა განაცხადა: „ყურში ჩამყვირიან. რა ვქნა, გავჩუმდე?"
აზაროვმა გამოსვლა შეწყვიტა, დეპუტატებს ხელი დაუქნია და მთავროვის წევრებს ხელით ანიშნა გამოსულიყვნენ. მას შემდეგ რაც მთავრობის წევრები წევრებმა ადგომა და დასვლა დაიწყეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მათ დღევანდელი სხდომის კანონპროექტის ტექსტები მიაყარეს.
რადას შემდეგი სხდომა 2013 წლის 3 დეკემბერსაა დანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები