"ჯიპიაი ჰოლდინგის" ახალი პროექტი "მისტერ რექსი" ავტომობილის დაზღვევის სრულ პაკეტს მოიცავს. კომპანიაში განმარტავენ, რომ "ჯიპიაი ჰოლდინგის" სარეკლამო კამპანიის მიზანს წარმოადგენს ის, რომ ადამიანებმა სადაზღვეო პროდუქტებისა და მომსახურების აუცილებლობა და საჭიროება დაინახონ.
"ჯიპიაი ჰოლდინგის" მარკეტინგის ხელმძღვანელის თინათინ სტამბულიშვილის თქმით, სწორედ ამ მიზნით კომპანიამ მასშტაბური სარეკლამო კამპანია უკვე დაიწყო. სტამბოლიშვილის განმარტებით, "მისტერ რექსის" კამპანიამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ამით კამპანია მხოლოდ იწყება.
„საქართველოს სადაზღვეო კომპანიები ბაზარზე არ არიან აქტიურები, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ დაზღვევა უფრო პოპულარული გავხადოთ და ადამინებს მისი დადებითი მხარე დავანახოთ. "მისტერ რექსის" კამპანიამ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ამით მხოლოდ იწყება კამპანია. "რექსის" მონაწილეობით არაერთი სარეკლამო რგოლი გამოვა, სადაც მაყურებელი მას სხვა კუთხითაც გაიცნობს. ის არის დამხმარე, მზრუნველი, პრობლემების მომგვარებელი და "ჯიპიაი" სწორედ ის კომპანიაა, რომელიც ადამიანის პარტნიორია რთულ სიტუაციებში" - აღნიშნა თინათინ სტამბულიშვილმა, „მისტერ რექსის" კამპანიის მომდევნო სარეკლამო რგოლების პრეზენტაციისას.
როგორც ბრიტანულ სარეკლამო სააგენტო „ვინდფორსში" აცხადებენ სარეკლამო კამპანიაში ძაღლი მისი თვისების - ერთგულებისა და მცველის ბუნების გამო აირჩიეს.
როგორც ცნობილი გახდა, "მისტერ რექსის" დამზადება ბრიტანეთში 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის 8 კილოგრამს იწონის. ხოლო თავად სარეკლამო რგოლების გადაღება კი რუმინეთში მიმდინარეობდა.
"პრობლემა, რომელიც საქართველოში აღმოვაჩინეთ იყო, რომ აქ არავინ ფიქრობს დაზღვევაზე. ჩვენი პირველი მიზანი იყო ადამიანები დაზღვევით დაგვეინტერესებინა. ისეთი რაღაც უნდა შეგვექმნა, რომლის დანახვაზეც ადამიანებს დაზღვევა და "ჯიპიაი" ჰოლდინგი გაახსენდებოდა. საზოგადოების ყურადღების მისაქცევად საჭირო იყო არაორიგინალური და არაორდინალური სარეკლამო კამპანია. ჩვენ ავირჩიეთ ძაღლი, იმიტომ რომ ის თავისი ბუნებით ადამიანის დამცველი და ერთგულია, ადამიანის მეგობარი და გვერდით მდგომი. ახლა მთავარია, ადამიანები მიხვდნენ, რომ დაზღვევა აუცილებელია" - განაცხადა სარეკლამო სააგენტოს წარმომადგენელმა ემა პრისიამ.