ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენთან"' საუბარში აცხადებს, რომ უკრაინის გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას არ შეაფერხებს. როგორც გოგოლაშვილი განმარტავს უკრაინა ადრე თუ გვიან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას გააფორმებს.
,,უკრაინამ, შესაძლოა, შეაჩერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ ხელს არ მოაწერს ხელშეკრულებას. უკრაინა ადრე თუ გვიან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს აუცილებლად მოაწერს. უკრაინა ელოდება ქვეყანაში სიტუაციის სტბილურობას, იმ პერიოდს სანამ არ შეასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, განსაკუთრებით ტიმოშენკოსთან დაკავშირებით. შესაძლოა, ეს პერიოდი უბრალოდ ჰაერში იყოს გამოკიდებული", _განაცხადა გოგოლაშვილმა.
მისივე განმარტებით, უკრაინის გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთი საქართველოზე ზეწოლას გააძლიერებს.
,, საქართველოს, რაც შეეხება ჩვენი გადაწყვეტილება არის ძალიან მტკიცე და უკრაინის გადაწყვეტილება საქართველოს არანაირად არ შეეხება. უბრალოდ, ამის შემდეგ საქართველოზე რუსეთის ზეწოლა უფრო გაძლიერდება, რადგან რუსეთს დამატებითი იმედი მიეცემათ უკრაინამ თუ უკან დაიხია, მაშინ შესაძლოა, საქართველოსაც უკან დაახევინონ. ამ ეტაპზე ევროკავშირთან მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას ვახდენთ, რაც ინსტიტუციურად პრინციპში არაფერს არ გვაძლევს, მხოლოდ და მხოლოდ ტექსტების შეთანხმება ხდება. ამიტომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომელიც უკვე სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებს ნიშნავს და შესაძლებლობას იძლევა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდეს", _განაცხადა გოგოლაძემ.
მისივე განმარტებით, უკრაინის გადაწყვეტილება საქართველოზე პირიქით დადებითად იმოქმედებს და ევროკავშირი შეეცდება, რომ ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი დახმარება აღმოუჩინოს.
,,ევროკავშირი შეეცდება საქართველოს უფრო მეტი დახმარება აღმოუჩინოს, მისცენ მეტი შეღავათები, შესაძლოა საქართველოსთან დააჩაქაროს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაც", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გოგოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა ევროკავშირთან ასოცირებისთვის მზადებას აჩერებს - ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის მიერ დღეს მიღებულ განკარგულებაში. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მომზადების პროცესი.
„უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების მიღების, ღონისძიებების კომპლექსის უკეთესად შესწავლა-შემუშავების მიზნით, რომლებიც აუცილებელია წარმოების დაკარგული მოცულობების აღსადგენად და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებებისათვის რუსეთის ფედერაციასთან და სხვა სახელმწიფოებთან - დსთ-ს წევრებთან, შიდა ბაზრის ჯეროვანი დონის ფორმირებისათვის, რომელიც უზრუნველყოფდა პარიტეტულ ურთიერთობებს უკრაინასა და ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს შორის, არის საბაზისო პრინციპი საერთაშორისო სამართლისა და სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების საფუძველი...
შეჩერდეს ასოცირებისთვის მზადების პროცესი ერთი მხრივ უკრაინასა და მეორეს მხრივ ევროკავშირს შორის",_ ნათქვამია განკარგულებაში.