თბილისის პროკურორმა მაია მწარიაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა მწარიაშვილმა არჩილ კბილაშვილის გადადგომის შესახებ გუშინ მიმართა, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა კი მაია მწარიაშვილის გადაწყვეტილება უკვე დააკმაყოფილა.
პაიჭაძის განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია ვინ დაიკავებს თბილისის პროკურორის თანამდებობას.
შეგახსენებთ, რომ მაია მწარიაშვილი თბილისის პროკურორად 19 მარტს დაინიშნა. იგი ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა ერთობლივად წარუდგინეს.