საქართველოს იუსტიცის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღაიბაშვილს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ოთარ ფარცხალაძის კანდიდატურას წარუდგენს.
დღესვე, წულუკიანი პრემიერს არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან დათხოვნის განცხადებითაც მიმართავს.
ირაკლი ღარიბაშვილი ფარცხალაძის მთავარ პროკურორად დანიშვნის ბრძანებას დღეს მოაწერს ხელს.
გავრცელებული ინფორმაცით, ახალი მთავარი პროკურორი უწყებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს, სავარაუდოდ შეიცვლება ხელმძღვანელი რგოლი - მთავარი პროკურორის ყველა მოადგილე, დეპარტამენტების უფროსები ძირითადი ნაწილი, აგრეთვე, თბილისის პროკურორი.
არჩილ კბილაშვილმა თანამდებობიდან სამოქალაქო სექტორში წასვლის შესახებ განცხადება ორი კვირის წინა გააკეთა.