"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, სავარაუდოდ, ე.წ. მიხაილოვის სავადმყოფოს შენობის გაყიდვას უკავშირდება , - ამის შესახებ "ტფილისის ჰამქარის" ხელმძღვანელმა, ალეკო ელისაშვილმა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, სავარაუდოდ, გაჩნდა ინვესტორი, რომელიც ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს შენობას შეიძენს. შენობა სამი კორპუსისაგან შედგება, ცენტრალური და ორი გვერდითი კორპუსები, რომლებიც აღმაშენებლის გამზირზე გამოდის.
"ინვესტორი ხელისუფლებისგან ითხოვდა წასულიყო კომპრომისზე და ეს ორი გვერდითი შენობების დანგრევა განეხორციელებინა. სავარუდოდ, ამ ადგილზე 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, შენონების შესაძენად 7 მილიონი ლარი არის გათვალისიწნებული", - აცხადებს ელისაშვილი და აღნიშნავს რომ მისთვის ცნობილი გახდა რომ ამჟამად ინვესტორთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. ელისაშვილის განმარტებით, კულტურის სამინისტროში გარკვეულმა პირებმა უარი განაცხადეს შენობისთვის კულტურის ძეგლის სტატუსი მოეხსნათ.
"აღნიშნულის გამო სასწრაფოდ ხდება "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება", - განმარტა ელისაშვილმა.