პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ლეხ კაჩინსკიმ და დავით ბაქრაძემ ოფიციალურ შეხვედრაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ გვირგვინით შეამკო 120 ქართველი იუნკერის მემორიალი.
"მოხარული ვარ, რომ ქართველი ოფიცრების ხსოვნის მიმართ პოლონეთში ძალიან განსაკუთრებული სითბო და მზრუნველობა იგრძნობა", - განაცხადა ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო სახელისუფლებო პარტიის მესამე კონგრესში და სიტყვით გამოვიდა.
დღეს, 10 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთიდან ლიტვის დედაქალაქს ვილნიუსს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღნისანიშნავ ღონისძიებებში.