დღეს, 10 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ვილნიუსს ეწვევა.
დავით ბაქრაძე მონაწილეობას მიიღებს ლიტვის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
ლიტვამ დამოუკიდებლობა 1990 წელს მოიპოვა.
ლიტვის დედაქალაქში გამგზავრებამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგჰენლებთან ოფიციალური შეხვედრები გამართა.
პოლონეში ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძემ გვირგვინით შეამკო ქართველი იუნკრების მემორიალი და მოინახულა სახლი, რომელიც ქართველმა იუნკერმა ანდერძით საქართველოს საელჩოს დაუტოვა.