„მაშინ, როდესაც გამოუშვეს გირგვლიანის მკვლელები, მე ის (სააკაშვილი. რედ.) საჯაროდ გავაკრიტიკე", - ასე უპასუხა უმცირესობის ერთ ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ საქართველოს პრემიერ მინისტროპბის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს შენიშვნაზე დაესახელებინა მაგალითი ტუ როდის გააკრიტიკა პრეზიდენტი სააკაშვილი.
დისკუსია საზოგადოებრივ მაუწყებელში ოდეერის ყოფნას მოჰყვა.
„არასოდეს გაგჩენიათ შეკითხვა და ვერც გაბედავდით გეკითხათ ჩემი წინამორბედისთვის, თუ რატომ არსებობენ ოდეერები სხვადასხვა სამინისტროებში, - განუცხადა ღაიბაშვილმა საპარლამენტი უმცირესობის წარმომადგენლებს და დასძინა, - "რაც შეეხება ოდეერებს და კონკრეტულად ამ ადამიანს, მე მას ნამდვილად არ ვიცნობ. მე მინდა კიდევ ერთხელ ვაჩვენო საზოგადოებას, როგორი უსამართლოები ხართ თქვენ. წლების განმავლობაში თქვენ ძალიან კარგად იცოდით, რომელი ოდეერი იყო რომელ სამინისტროში, რა დავალებებს იღებდნენ. მე ამ კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხს არ გაგცემთ იმიტომ, რომ თქვენგან ამ შეკითხვას მე არ მივიღებ. თქვენ 9 წლის განმავლობაში შეგეძლოთ ერთი შეკითხვა დაგესვათ".
ამის შემდეგ გიორგი ბარამიძე, რომელმაც პრემიერობის კანდიდატს ტონი დაუწუნა.
"თქვენ რა გგონიათ ბატონო ირაკლი, ვისთან მოხვედით, როგორ საუბრობთ?! თავი შეიკავეთ! მთავარი თქვენი ტყუილი არის, ის, რომ ჩვენ ქვეყანა დავანგრიეთ. თავი შეიკავეთ და წესიერად ილაპარაკეთ! თქვენ იმყოფებით პარლამენტში და არა ბალაგანში! დაიცავით ეთიკა!", - მიმართა ბარამიძემ ღარიბაშვილს.
საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, - "თქვენ ხართ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც ციხეებში ანადგურებდა ადამიანებს. ემოციებისგან თავი შეიკავეთ, გერჩივნათ მასე მიხეილ სააკაშვილთან გესაუბრათ" და ბარამიძეს მოუწოდა ერთი ასეთი შენიშვნა მაინც დაესახელებინა, როდესაც გააკრიტიკა მისი პრეზიდენტი.
"გეტყვით, ეს იყო მაშინ, როდესაც გამოუშვეს გირგვლიანის მკვლელები, მე ის საჯაროდ გავაკრიტიკე. ჩუმად ვიყავი, მაგრამ გამოდიხართ აქ ახალგაზრდა კაცი, ლაპარაკობთ ტყუილებს და გგონიათ ხურდას არ დაგიბრუნებთ არავინ", - უპასუხა გიორგი ბარამიძემ.